გამოცხადდა განაცხადების მიღება ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიაზე- 2021 !
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით. (მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას)*.
ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტრო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:
მაგისტრატურის საფეხურისათვის:
- სამართალი
- ეკონომიკა და მართვა
- პოლიტიკური მეცნიერებები
- საინჟინრო მეცნიერებები
დოქტორანტურის საფეხურისათვის:
- საინჟინრო მეცნიერებები
- ზუსტი მეცნიერებები
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ნანო და ბიოტოქნოლოგიები
- დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები
- ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები
- ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე
აგრეთვე იხილეთ დანართი 1, დანართი 2 და ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
* შენიშვნა: ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად!